15.11.2025 10:19
რუსეთში მდებარე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 11 ნოემბერს უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ ნავთობის პირველადი გადამუშავება შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყაროებმა გამოცემას განუმარტეს, ქარხანა, შესაძლოა, თვის ბოლომდე გაჩერებული იყოს.
უკრაინის სამხედროებმა 11 ნოემბერს განაცხადეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვის შესახებ.
რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ცნობისთვის, 2024 წელს სარატოვის ქარხანამ გადაამუშავა 5.8 მილიონი ტონა ნავთობი, რაც რუსეთის ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს.
ავტორ(ებ)ი :