უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა 20.11.2025 20:08

უკრაინამ რუსეთისგან ათასი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ნათქვამია სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

შტაბის ცნობით, უკრაინამ დაიბრუნა ათასი ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, ეკუთვნით უკრაინელ სამხედროებს.

ჩატარდება ცხედრების იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც დადგინდება მათი ვინაობა. ცხედრების გაცვლა ზაფხულში, სტამბოლში გამართული რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შედგა. რუსული მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს 30 სამხედროს ცხედარი გადასცა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ