"ოცნებამ" ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ამით ომი გამოუცხადა იმ მოქალაქეებს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა-სოფო ხორგუანი 21.11.2025 16:41

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს, 2025 წლის 19 ნოემბერს „ოცნებამ" ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გაამართლა ზურაბ ადეიშვილი, „ნაცმოძრაობის" იმდროინდელი გენერალური პროკურორი. ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო და არის უსამართლო სისტემის მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი, სისტემის, სადაც სიმართლე არ არსებობდა და მხოლოდ ერთი პარტიის ძალადობა მძვინვარებდა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამით „ოცნებამ" კიდევ ერთხელ ომი გამოუცხადა ყველა იმ მოქალაქეს, ვინც რეჟიმს ებრძოდა.

„ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა: „ოცნებამ" დასცინა რეჟიმის ყველა მსხვერპლსა და მათ ოჯახებს. ყველას, ვისაც სიმართლის იმედი გვაქვს და სამართლის აღსრულება გვჭირდება: სწორედ ზურაბ ადეიშვილის შექმნილი ძალადობრივი და უსამართლო სისტემა „ოცნებამ" გადმოიბარა სრულად, მოირგო და დღესაც იმავე სისტემასა და იმავე ადამიანებს ეყრდნობა. იგივე სისტემა დღესაც ერთი პარტიის სამსახურშია. ამასთან, „ოცნება" ამუშავებს პროპაგანდას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მუდმივ შიშში ვიცხოვროთ; შიშსა და ტყუილში. ფაქტია, 2025 ნოემბერში „ოცნება" ამართლებს ზურაბ ადეიშვილს, რეჟიმის ავტორს. 2025 ნოემბერში ბრალს სდებს გიორგი გახარიას, საქართველოს მიწის დამცველს. ეს არის „ოცნების" დღევანდელი სახე, ფლიდი და ფარისეველი სახე. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს, იმსახურებენ სამართლიანობას. მივმართავ თითო-ოროლა შემორჩენილს „ოცნებაში", ვინც იბრძოდით მაშინ, ნუ გეშინიათ, სიმართლის მხარეს დადექით, დასვით კითხვები", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ