03.12.2025 14:34
ამ პერიოდის განმავლობაში, რაც აქციები მიმდინარეობს, ჩვენს კლინიკაში არც ერთი პაციენტი ოფიციალურად არ შემოსულა და იმ კლინიკებშიც არ არსებობს არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ იყო მოწამვლასთან ასოცირებული პრობლემა, - ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტოქსიკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ეკა ქურდაძემ განაცხადა.
ქურდაძე გამოეხმაურა „ბიბისის" გავრცელებულ მასალას სათაურით: „„ბიბისის" მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს".
ეკა ქურდაძის თქმით, დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს პაციენტი და ჩივილების მიხედვით დაინიშნოს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, რის საფუძველზეც მზადდება დასკვნა.
„მოგეხსენებათ, დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს კონკრეტული პაციენტი, კონკრეტულ ადგილზე, თავისი ჩივილების გათვალისწინებით. რაიმე სპეციფიური ან არასპეციფიური ლაბორატორიული კვლევები თუ არსებობს, ამის საფუძველზე უნდა შედგეს დასკვნა. ზოგადად, რა ნივთიერებას რა შეუძლია, რისი გამოწვევა, შეიძლება, ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებასთან გვქონდა საქმე, მარტივი სადიაგნოსტიკო არ არის. შესაბამისად, ამ კუთხით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პაციენტი კონკრეტულად არ მინახავს არც მე და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს, ტოქსიკოლოგს. მსგავსი დიაგნოზი არც ერთ შემთხვევაზე არ ყოფილა", - განაცხადა ეკა ქურდაძემ.
ავტორ(ებ)ი :