6 დეკემბერს იტალიის ქალაქ პალმა დი მონტეკიაროში, ჰერცოგების ისტორიულ სასახლეში, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება 06.12.2025 17:18

6 დეკემბერს იტალიის ქალაქ პალმა დი მონტეკიაროში, ჰერცოგების ისტორიულ სასახლეში, გაიმართება ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა.

უნიკალური არქიტექტურისა და მდიდარი კულტურული ისტორიით ცნობილი ეს რეზიდენცია საუკუნეების განმავლობაში მასპინძლობდა იტალიელ არისტოკრატებსა და ცნობილ ხელოვანებს.

წელს კი მისი კარი ქართველ შემოქმედებსაც ეთმობა, რაც მნიშვნელოვანი აღიარებაა, როგორც ქართველი ხელოვანთა კლუბისთვის, ასევე ერთ-ერთი მონაწილისთვის "Megi Art" -თვის.

საერთაშორისო არტ-პროექტი "სიმშვიდის ფერთა მაგია გატოპარდოს ადგილებში" კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართული ხელოვნება ღირსეულად იკავებს ადგილს ევროპულ არტ-სამყაროში და ქმნის ახალ კულტურულ ხიდებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მერის თბილი მასპინძლობა ქართულ დელეგაციას სიცილიის მუნიციპალიტეტში, სადაც საზეიმოდ გადაეცა საპატიო სტუმრის სერტიფიკატები, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს და კიდევ ერთი ნაბიჯია ქართველი ხელოვანების საერთაშორისო აღიარებისკენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ