,,სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ყოველთვის ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ხელი''- ირაკლი ქადაგიშვილი 06.12.2025 18:28

 

სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ყოველთვის, ღიად თუ ფარულად, ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ხელი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში უკრაინის სპეცსამსახურებსა და გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს რა მიზნები ამოძრავებს, კერძოდ საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა BBC-ის ფილმის ერთ-ერთ რესპონდენტზე, ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან გამოძიებას ექნება შესაძლებლობა, რომ შერგელაშვილთან დაკავშირებითაც შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები ჩაატაროს. ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გადამალულ იარაღს ეხებოდა და თუ გადატრიალების მცდელობა სათანადოდ განვითარდებოდა, „ეს იარაღიც, ალბათ სადღაც გამოჩნდებოდა". დეპუტატმა განმარტა, რომ გამოძიების მიერ იარაღის საკითხთან დადასტურებულად დაკავშირებულია სწორედ შერგელაშვილი.

მან ისაუბრა ასევე BBC-ის ფილმის სხვა რესპონდენტზე, ექიმთა ჯგუფზეც, რომელთა ნაწილიც მიხეილ სააკაშვილზე აცხადებდა, რომ იგი მოწამლული იყო.

„ახლაც აღმოჩნდა, რომ თურმე, ისინი სპეკულირებდნენ, ვითომდა მათი ჩატარებული კვლევებით და ამის საფუძველზე ხდებოდა BBC-ის მხრიდან ეს შეთითხნილი ბრალდებების რეჟისურება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა გამოძიება გაგრძელდება. ამ შემთხვევაში მე ვხედავ მათ მორალურ სახეს, მაგრამ სამართლებრივად რა და როგორ იქნება, ამაზე მე უფრო შორს ვერ წავალ. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და საბოლოო ჯამში, ის დაადგენს, რომ მათი წვლილი ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის საზიანო საქმეში რამდენად დიდია და რა სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ბრომობენზილ ციანიდი", იგივე „კამიტი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ