ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას 08.12.2025 17:47

 

პეკინმა განაცხადა, რომ ჩინეთს, ინდოეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მხარდაჭერა ამ ქვეყნების ხალხების ინტერესებშია და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა განაცხადა

გასული კვირის ბოლოს კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინდოეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას ჩინეთის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე მსხვილი ქვეყნები და მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან გლობალურ სამხრეთში".

„ამ სამ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება არა მხოლოდ მათი ხალხების ინტერესებს შეესაბამება, არამედ ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში", - განაცხადა დიპლომატმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა პეკინის მზადყოფნას, გააგრძელოს დიალოგის ნორმალიზება ნიუ-დელისთან და ითანამშრომლოს ინდოეთთან სტრატეგიული, გრძელვადიანი პერსპექტივით ურთიერთობების მდგრადი განვითარებისთვის.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ