ირაკლი კუპრაძე ელისაშვილზე: ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია... როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან? 10.12.2025 23:25

 

პარლამენტის თავმჯდომარის მრავალგზის მოწოდებას, გაემიჯნონ ტერორიზმში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე "ღამის კურიერის" ეთერში პასუხობს.

მისი თქმით, შალვა პაპუაშვილი "ლელოს" უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას სთხოვს, თანაც, კუპრაძის განცხადებით, სხვა პარტიის თავმჯდომარე თავიანთი პარტიიდან გარიცხონ.

"თვითონ ხომ არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამ ადამიანს გაემიჯნეთ, გარიცხეთო. საიდან უნდა გავრიცხოთ ეს ადამიანი, როდესაც თავად არის თავისი პარტიის თავმჯდომარე?! როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან, რომელიც სხვადასხვა სუბიექტია?! - არანაირი სტრუქტურული ერთობა არ არსებობს, არც სამართლებრივად, არც ფაქტობრივად, უბრალოდ, სამართლებრივადაც შეზღუდულია რაიმე ტიპის კოალიციური სუბიექტის შექმნა. კანონი გვიკრძალავს, რომ ერთ პარტიაში ოფიციალურად ვიყოთ, სხვა პარტიის წევრია. ვერსაიდან ვერ გაირიცხება," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

 

ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ პარტია მაშინვე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის ქმედებას და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ქმედება ვერ იქნება "ლელოსთვის" მისაღები და გამართლებული.

"თუ ეს ქმედება არის კავშირში ალეკო ელისაშვილთან, ჩვენ ყოველგვარი სხვების მოწოდების გარეშე, გავაკეთეთ კონკრეტული, ოფიციალური განცხადება და ვამბობთ, რომ მსგავსი ქმედება ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ვერც გამართლებული, ვერც ბრძოლის და წინააღმდეგობის სწორი ფორმა ვერ იქნება. ეს პირველივე საათებში ვთქვით, როგორც კი ვნახეთ ეს ქმედება და ბრალდება, ვამბობთ, რომ ეს ვერ იქნება წინააღმდეგობის სწორი ფორმა. კარგი რომ ყოფილიყო, როგორმე სხვებიც მოვიფიქრებდით და რამეს გავაკეთებდით, მაგრამ არ მიგვაჩნია სწორად.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ