14.12.2025 14:03
ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლა მოხდა. ახალი სამხრეთ უელსის პოლიცია იტყობინება, რომ სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მსროლელია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა, ხოლო ორი პოლიციელი დაიჭრა.
პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ ბონდის სანაპიროზე მომხდარ მოვლენებს "შოკისმომგვრელი და საზარელი" უწოდა.
BBC-სთან საუბრისას თვითმხილველმა განაცხადა, რომ სროლის დაწყებისას ის შვილებთან ერთად, სანაპიროზე, ჰანუკას დღესასწაულს აღნიშნავდა.
პოლიციის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ინციდენტი "ჰანუკას" ღონისძიების ჩატარებას. მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორ(ებ)ი :