პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს 15.12.2025 20:01

 

პარტია „საქართველოსთვის" 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შალვა კერესელიძემ აღნიშნული საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენა.

კერესელიძის თქმით, ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო დონეზე მწვავე რეაქცია გამოიწვია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების საკითხმა.

„რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ და იძულებით აღიარებებსაც კი, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს. საზოგადოებაში ასეთი რეაქცია სამართლიანად ამყარებს ეჭვებს სისტემური დანაშაულის შესახებ. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება - საქმე გვაქვს ინდივიდუალურ გადაცდომასთან თუ სისტემურ უკანონობასთან? ვისი ბრძანებით მოხდა სავარაუდოდ აკრძალული ნივთიერების გამოყენება? რა კონკრეტული ჯანმრთელობის რისკების წინაშე დადგნენ ჩვენი მოქალაქეები? გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო და საგამოძიებო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობადაბალია, ხოლო მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა, მით უმეტეს, მაშინ როცა დანაშაულის კვალი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მიდის, სწორედ ამიტომ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებული იქნება არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რაც წესით, ხელისუფლების ინტერესშიც უნდა შედიოდეს, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისთვისაც", - განაცხადა კერესელიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ