,,კარგი იქნებოდა, ომი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე დასრულებულიყო''- ჩეხეთის პრემიერი 15.12.2025 20:17

 

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე ომის დასრულებას დაისახავდნენ მიზნად.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ომი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე დასრულებულიყო.

„შობა ახლოვდება და კარგი იქნებოდა, თუ ბატონები დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმერ პუტინი შეთანხმდებოდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და დაისახავდნენ მიზნად, რომ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ამ სამწუხარო წლისთავზე, 24 თებერვალს, ეს ომი დასრულებულიყო და ყველა მხარე უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა", - აღნიშნა ბაბიშმა.

მან დასძინა, რომ კონფლიქტის მხარეებმა მშვიდობაზე უნდა დაიწყონ საუბარი და არა მხოლოდ ომზე, რომელიც 2022 წლიდან მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ