22.12.2025 23:04
ქ გადის ზუსტად ზღვარი ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის - ისინი არამარტო ფიქრობენ, არამედ საჯაროდ და ღიად აცხადებენ, რომ ქვეყნის ბედი წყდება, უნდა გადაწყდეს ქვეყნის გარეთ - ბრიუსელში, ვაშინგტონში და ა.შ. ჩვენი დამოკიდებულება კი არის ის, რომ ამ ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში, თბილისში უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და უნდა მიიღებოდეს ყველა პრინციპული და საკვანძო გადაწყვეტილება.
„ეს არის პრინციპული ღირებულებითი და მენტალური სხვაობაც ჩვენსა და ოპოზიციას შორის. მთავარი, რასაც მივაღწიეთ გასული 4 წლის განმავლობაში არის, სწორედ, ეს - ჩვენი ქვეყნის ბედი, ამ 4 წლის განმავლობაში, წყდებოდა საქართველოში და ეს იყო ერთადერთი, რამაც მოგვცა მშვიდობის შენარჩუნებისა და ომის თავიდან არიდების შესაძლებლობა. ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება, განმტკიცება იყო ერთადერთი ფაქტორი, რამაც მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება და ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება. რა თქმა უნდა, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ უნდა წყდებოდეს ჩვენი ბედი, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს წარსული, ჩვენი ისტორიიდან საუკუნეების მანძილზე იყო პერიოდები, სამწუხაროდ, როდესაც ხან ერთ დედაქალაქში, ხან მეორეში წყდებოდა ჩვენი ქვეყნის ბედი და მადლობა ღმერთს, დღეს, საქართველო, 35 წელია უწყვეტად არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფორმალურად იყო სუვერენული სახელმწიფო, მაგალითად 2004-2012 წლებში ჩვენ არაფერი დაგვრჩა სუვერენიტეტიდან, როდესაც უცხოური აგენტურა მართავდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ჩვენ თანდათანობით და ეტაპობრივად შევძელით მაქსიმალურად სუვერენიტეტის განმტკიცება და მთავარი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების არის, სწორედ ის, რომ ამ ქვეყნის ბედი წყდება საქართველოში. ეს გვაძლევს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარების საშუალებას და ა.შ. სხვანაირად წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება, ევროპული ბიუროკრატიის მაგალითზეც ვხედავთ, სადამდე მიიყვანა ევროპულმა ბიუროკრატიამ სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში ევროკავშირი, როგორ ვითარდება მოვლენები ევროკავშირის მასშტაბით. ამიტომ მთავარი, რასაც უნდა ვესწრაფოდეთ, ეს არის სუვერენიტეტის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი ბედი გადაწყდეს ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ავტორ(ებ)ი :