,, თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია''- მიხეილ ყაველაშვილი 31.12.2025 20:27

 

თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია, - განაცხადა „ქრონიკასთან" წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველა ღირსეული სახელმწიფო პირველ რიგში ფიქრობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

„თუ ეროვნული ინტერესის დაცვა არ ხდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა არაფერში გვარგია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და შენი ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავად იგრძნოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაც, ეროვნული ინტერესიც და სამშვიდობო პოლიტიკაც", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირის წევრობაზე.

„არასდროს გვითქვამს უარი ვინმესთან კომუნიკაციაზე. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ოღონდ იქვე ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთან ცვლილებები მოხდება მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და არა ვინმეს დაკვეთით", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ