08.01.2026 10:46
66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა.
აშშ ვენეციის კომისიის სრულყოფილი წევრი 2013 წლიდან იყო, ხოლო მანამდე, 1991 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა.
მთლიანობაში, აშშ-მა დატოვა გაერო-ს სტურუქტურაში შემავალი 31 ორგანიზაცია და 35 საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო-ს სტრუქტურის მიღმა. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორისაა: ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრი, გლობალური საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადობის ფონდი, გლობალური ანტიტერორისტული ფორუმი, კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ინსტიტუტი, გაერო-ს დემოკრატიის ფონდი, გაერო-ს ცივილიზაციების ალიანსი და სხვა.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-მა დატოვა „მფლანგველი, არაეფექტური ან მავნე ორგანიზაციები".
„ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ინსტიტუტები მიიჩნია, როგორც გადაჭარბებული თავისი საქმიანობის სფეროებით, არასწორად მართული, არასაჭირო, მფლანგველი, სუსტად ფუნქციონირებადი, ხელში ჩაგდებული აქტორების მიერ, რომლებიც წინ სწევენ საკუთარ დღის წესრიგს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ ან საფრთხეს უქმნიან ჩვენი ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ზოგად კეთილდღეობას. პრეზიდენტი ტრამპი ნათლად აცხადებს: აღარ არის მისაღები ამ ინსტიტუტებისთვის ამერიკელი ხალხის სისხლის, ოფლისა და სიმდიდრის გაგზავნა, რასაც თითქმის არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. დასრულდა ის დრო, როდესაც გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით დოლარი უცხოური ინტერესებისთვის მიედინებოდა ჩვენი ხალხის ხარჯზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :