,,უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობააპენტაგონი: უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობაა''- პენტაგონი 24.01.2026 12:35

 

აშშ-ის 2026 წლის თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც არაერთხელ საჯაროდ უთქვამს.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობას წარმოადგენს", - აღნიშნულია ახალ სტრატეგიაში.

უკრაინაში ომის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება ნატოს მოკავშირეების ლიდერობა და ერთგულება, - წერია 2026 წლის თავდაცვის სტრატეგიაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ