05.02.2026 18:36
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში განახლდება, - ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა შედეგს მიაღწიეს მხარეებმა აბუ დაბიში გამართულ შეხვედრებზე.
„ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა. ეს ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. ვფიქრობ, ეს ყველას გვესმის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ზელენსკის არ დაუსახელებია.
„ისაუბრეს ყველაფერზე. თვლიან, რომ ინფორმაცია საკმაოდ სენსიტიურია. სურთ, ჩამოვიდნენ და მე მაცნობონ დეტალურად. მას შემდეგ, რაც მეცოდინება, სად ვიმყოფებით, მექნება თქვენთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წინ მიიწევს. ჩვენ უფრო სწრაფი შედეგები გვინდა. შემდეგი შეხვედრა თუ გაიმართება, მაშინ დიალოგის გაგრძელების შანსი არსებობს, რამაც ნამდვილად გვინდა, ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :