რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს 05.02.2026 18:53

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„5 თებერვალს, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 157 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების 157 სამხედრო ტყვე გადაეცათ", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აშშ-ის შუამავლობით მოხდა.

შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ