05.02.2026 19:51
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა ჯო ბაიდენმა ავღანეთში დატოვა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი სამხედრო ძალები. ჯო ბაიდენმა ამ სამხედრო ძალების პატარა ნაწილი ავღანეთს დაუტოვა. მან დატოვა ტანკები და თვითმფრინავები. მე ვიკითხე, რატომ არ გამოფრინდნენ თვითმფრინავები და მან მითხრა, რომ ამაზე არავინ იფიქრა. თქვა, რომ ძალიან რთულია აღჭურვილობის გამოტანა და მე ვუთხარი, რომ თვითმფრინავს არ შეეძლო გამოფრენა? 150 მილიონ დოლარად შეფასებულ, სულ ახალ თვითმფრინავს? და მან მითხრა, სერ, ჯობია ის დავტოვოთ. რატომ? პასუხი იყო, რომ ეს უფრო ხარჯეფექტურია. ასე რომ, დავტოვეთ სულ ახალი თვითმფრინავი. მე ვთქვი, რომ ეს ხალხი გიჟია, მაგრამ ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სამხედროები ასეთი ძლიერები არასდროს ყოფილან. თქვენ ნახეთ „ბი-2"-ის ბომბდამშენები ირანში და ასევე ნახეთ ვენესუელაში", - განაცხადა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :