ირაკლი კობახიძე კომპანია Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა 09.02.2026 12:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების საკითხები.

„ხაზგასმით აღინიშნა 24 -საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიზნის მისაღწევად არსებული გამოწვევების დაძლევის საჭიროება. განიხილეს ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლების მნიშვნელობა, მათ შორის, მოძველებული წყალმომარაგების სისტემის შეცვლის, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა Aqualia-ს წარმომადგენლებს განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ