13.02.2026 23:13
14 თებერვალი (ახალი სტილით) მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღინიშნება, როგორც უფლის მიერ მირქმის (15 თებერვალი) წინადღესასწაული.
ეს არის პერიოდი, როდესაც ტაძრებში იწყება საგალობლები, რომლებიც ამზადებს მორწმუნეებს ჩვილი იესოს ტაძრად მიყვანისა და სვიმეონ ღმერთისმიმრქმელის მიერ მისი შეგებების მოვლენის აღსანიშნავად
მირქმის წინადღესასწაულის ტროპარი:
„ზეცისა ანგელოზთა გუნდნი მოიწივნის ქვეყანად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უცოდველისა, რამეთუ იგი არს ღმერთი, განკაცებული ჩუენთვის, რომლისა მიმართ გალობით ვღაღადოთ: მადლობელ ვართ, უფალო, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა".
კონდაკი: ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროჲსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ-შეერთებულთა, გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.
ავტორ(ებ)ი :