24.02.2026 18:28
ფირსაკრავი მელომანის სახლში ყველაზე ძვირფასი და წმინდა ნივთია. სწორედ ამიტომ მის სწორად მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს: რაც უფრო კარგია ფირსაკრავისა და მისი ფირფიტების მდგომარეობა, მით უფრო სუფთა და ხარისხიანია ჟღერადობა და მოწყობილობაც უფრო დიდხანს მუშაობს.
ხარისხიანი ფირსაკრავების ფართო არჩევანს Extra.ge გთავაზობთ. სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი, რომელსაც Extra-ს კურიერი სასურველ დროს მოგართმევთ. დღევანდელ ბლოგში კი დეტალურად გაგიზიარებთ რჩევებს, როგორ მოუარო ფირსაკრავსა და ვინილებს სწორად.
ფირსაკრავის სწორად განთავსება და ყოველდღიური გამოყენება
ცოტა ყურადღება და ზრუნვა საკმარისია, რომ ფირსაკრავმა დიდხანს და ხარისხიანად იმუშაოს. ადგილის სწორად შერჩევა და ყოველდღიური მოხმარების წესების დაცვა არა მხოლოდ ხმას აუმჯობესებს, არამედ მოწყობილობასაც იცავს ცვეთისგან. აი, რა უნდა დაიმახსოვრო:
თუ ამ მარტივ წესებს მიჰყვები, ფირსაკრავი თავის საუკეთესო ფორმაში დარჩება და მუსიკის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო რიტუალი იქნება.
წმენდა და რეგულარული მოვლა
ფირსაკრავის ხანგრძლივობა და ხმის სისუფთავე დიდწილად სწორ მოვლაზეა დამოკიდებული. ზედაპირზე დაგროვილი მტვერი რბილი და მშრალი ტილოთი მოაშორე, სასურველია, ეს ყოველი გამოყენების წინ გააკეთო. ვინილი კი ყოველთვის დელიკატურად, ხაზების მიმართულებით უნდა გაწმინოთ.
განსაკუთრებულ ყურადღება ნემსის მოვლას სჭირდება, მხოლოდ სპეციალური ჯაგრისით იწმინდება და ყოველთვის უკნიდან-წინ მიმართულებით.
საყოფაცხოვრებო ქიმია, სველი ხელსახოცი ან უხეში მასალა კატეგორიულად არ შეიძლება - არსებობს სპეციალური სითხეები და საწმენდები, რომლებიც უსაფრთხოა.
უმჯობესია, მსუბუქად ხშირად თუ გაწმენდ, ხოლო საფუძვლიანად - პერიოდულად. ასე თავიდან ნაკლებად გაცვდება და ხარისხსაც დიდხანს შეინარჩუნებს.
ვინილების მოვლა - ხმის ხარისხის ნახევარი სწორედ აქ იწყება
ხმის სისუფთავე ბევრ შემთხვევაში თავად ვინილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ფირფიტას ყოველთვის ისე დაიჭირე, რომ დასაკრავ ზედაპირს თითებით არ შეეხო. ეცადე კიდეებზე და ეტიკეტის ზონაზე მოკიდო ხელი. დაკვრის შემდეგ მშრალი, სუფთა ტილოთო გაწმინდე და თავის ჩასადებში შეინახე.
ფირფიტები ყოველთვის ვერტიკალურად დადგი და არ დააწყო ერთმანეთზე, რადგან დროთა განმავლობაში დეფორმირდება. მოერიდე პირდაპირ მზეს, მაღალ ტემპერატურას, რადიატორებსა და ტენიანობას, რადგან ეს ყველაფერი ვინილის გადაღუნვას და ზედაპირის დაზიანებას იწვევს. გახსოვდეს, ჭუჭყიანი ვინილი არა მხოლოდ ხმას აუარესებს, არამედ ფირსაკრავის ნემსსაც აზიანებს, ამიტომ რეგულარული, ფრთხილი მოვლა საუკეთესო გზაა მუსიკის ხარისხის შესანარჩუნებლად.
პატარა ტექნიკური დეტალები, რაც სიცოცხლეს უხანგრძლივებს
ფირსაკრავის სწორად გამოყენება მცირე დეტალებით იწყება. ყოველთვის შეარჩიე შესაბამისი ბრუნვის სიჩქარე (33⅓ ან 45 RPM), როგორც ეს ფირფიტაზეა აღნიშნული. ნემსი ფრთხილად ააწიე და დაუშვი, რათა ვინილს არ დაეცეს უხეშად და არც თავად ნემსი და არც ვინილი არ დაზიანდეს. თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ რაიმე პარამეტრი სწორად არის დაყენებული, ჯობს სპეციალისტს მიმართო. სწორი რეგულირება როგორც ფირსაკრავის, ისე ვინილების სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
შეჯამება
ფირსაკრავსა და ვინილებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ, თუმცა შეჩვევის შემდეგ ეს პროცესი თითქმის შეუმჩნეველი ხდება. თუ ყურადღებას მიაქცევ სწორ განთავსებას, რეგულარულ წმენდას და ფრთხილ გამოყენებას, ხმის ხარისხიც შენარჩუნდება და მოწყობილობაც გაცილებით დიდხანს მოგემსახურება. დარჩება მხოლოდ მთავარი - შენი საყვარელი მუსიკის სიამოვნებით მოსმენა.
ავტორ(ებ)ი :