24.02.2026 19:56
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები: ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი ქუთაისის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ამის შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის გია ონიანის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა
ადვოკატის თქმით, სასამართლომ გია ონიანს 18 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო, ნუგზარ ტვილდიანს 12 000 და გიორგი გულბანს 13 000 ლარი.
ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი საათის წინ მიიღო და დაკავებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც ოჯახი გირაოს თანხას სრულად გადაიხდის.
ავტორ(ებ)ი :