,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი 03.03.2026 21:26

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოშია, ის თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა.

გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომაც, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და მისი სომეხი კოლეგის არარატ მირზოიანის შეხვედრა. "გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ასევე დაგეგმილია ჩემი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ის ფორმატია, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, სამომავლო პერსპექტივებს და შევაჯამებთ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

ავტორ(ებ)ი :

ასევე დაგაინტერესებთ