ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია 08.03.2026 09:55

 

ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერი" წერს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა.

ნორვეგიის პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ