18.03.2026 23:33
"ხალხთან მოვიდა გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში სწორედ პატრიარქი და ეს ხალხმა დაინახა", - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რითაც 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და იმ დროს, ხალხთან უწმინდესის მისვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ბათიაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, პატრიარქმა ხალხს უთხრა ის სიტყვა, რაც ქვეყნის სულიერ წინამძღვარს უნდა ეთქვა.
"ადამიანებში საოცარ სიმშვიდეს მოჰფენს, ასეთ იყო პატრიარქის მოსვლა. მინდა, ყველამ კარგად გავიხსენოთ, რომ ძალიან ბევრი, ვინც უნდა მოსულიყო მაშინ ხალხთან, მაშინდელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ, პრაქტიკულად არავინ არ მოვიდა და მოვიდა პატრიარქი.
ხალხთან მოვიდა გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში სწორედ პატრიარქი და ეს ხალხმა დაინახა. ეს იყო ხალხისთვის უზარმაზარი სულიერი იმპულსი.
პატრიარქმა ხალხს მიმართა და თქვა ის სიტყვა, რაც პატრიარქს უნდა ეთქვა. პატრიარქი ხომ არ ეტყოდა - მიდით, თავი შეაკალითო. პატრიარქმა უთხრა ის სიტყვა ხალხს, რაც უნდა ეთქვა ქვეყნის სულიერ წინამძღვარს.
ხალხმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დღეს, 1989 წლის 9 აპრილი არის ის მოვლენა, რა მოვლენაც ის არის", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :