გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს, 27.04.2026 11:57

გერმანიაში სამშენებლო სამუშაოების დროს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, 250-კილოგრამიანი ბომბის აღმოჩენის შემდეგ რაინლანდ-პფალცის სოფელ პრუმის მაცხოვრებლები იძულებული გახდნენ, დასახლება დაეტოვებინათ, ვიდრე სპეციალისტები ბომბს გააუვნებელყოფდნენ.

კერძოდ, ბომბის აღმოჩენის გამო გერმანიაში 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბომბი უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა მოსახლეობისთვის და ის რამდენიმე საათში გააუვნებელყვეს.

ამასთან, როგორც მედია წერს, კვირას ქალაქ ჰამელნსა და ბრემენში საბრძოლო მასალის განადგურების კიდევ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ