კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ბრალდებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა 12.05.2026 21:46

 

კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა. ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, იულია მენდელმა ვოლოდიმირ ზელენსკის მართვის სტილი დეტალურად აღწერა და საკუთარი მხილების გასამყარებლად რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც დაასახელა.

სწორედ კორუფციული ბრალდებებით აღმოჩნდა დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, კიევის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა მას დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება კიევის მახლობლად, სოფელ კოზინში, ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის - "დინასტიას" - მშენებლობისას ფულის გათეთრებას. ირკვევა, რომ სამშენებლო პროექტის მეშვეობით 10 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის ლეგალიზაცია მოხდა.

ახლა პროკურატურა ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ალტერნატივის სახით, ბრალდების მხარე სასამართლოს 180 მილიონი გრივნის, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სთავაზობს.

უკრაინაში მიმდინარე კორუფციული სკანდალის ფონზე, რადაში ოპოზიციამ კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენა. გზავნილები პეტრო პოროშენკომ გაახმოვანა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ანტიკორუფციული ბიუროების დამოუკიდებლობის ხელყოფისგან, პასუხისმგებელმა პირებმა კი აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაკავებული თანამდებობები დატოვონ.

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების ინფორმაციით, ამ კონკრეტულ საქმეში, ანდრეი ერმაკთან ერთად, კიდევ ხუთი პირი ფიგურირებს, მათ შორის - ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი და ვოლოდიმირ ზელენსკის ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილებმა 2021-2025 წლებში უკანონო შემოსავალი სამშენებლო სექტორის მეშვეობით გაათეთრეს. ბრალდება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას გულისხმობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ