28.05.2026 09:55
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს და მიზანში ამოიღეს ობიექტი ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, რომელიც, აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრთხეს უქმნიდა როგორც ამერიკულ ძალებს, ისე კომერციულ საზღვაო მოძრაობას.
„სიენენის" ცნობით, ამავე ოფიციალური პირის თქმით, აშშ-მა ასევე ჩამოაგდო ირანის ოთხი დამრტყმელი დრონი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სახმელეთო მართვის სადგურზე ქალაქ ბანდარ აბასში, საიდანაც მეხუთე დრონის გაშვება იგეგმებოდა.
აშშ-ის ძალების განცხადებით, ეს ქმედებები იყო ზომიერი, სრულად თავდაცვითი ხასიათის და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამთენიისას სამი აფეთქების ხმა გაისმა ბანდარ აბასის აღმოსავლეთით - ირანის სტრატეგიულ საპორტო ქალაქსა და სამხედრო-საზღვაო ბაზასთან, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს.
ავტორ(ებ)ი :