ემანუელ მაკრონი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს 05.06.2026 17:37

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ.

 

„მიმაჩნია, რომ ეს კარგი ინიციატივაა და კარგია, რომ დისკუსიები, შეიძლება, განახლდეს", - განაცხადა მაკრონმა ზელენსკის ღია წერილზე საუბრისას.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ევროპელები არიან „უკრაინის სამხედრო ძალისხმევის უმსხვილესი დონორები", ამიტომ ისინი, მაკრონის განმარტებით, გარკვეულ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ.

 

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. პირდაპირ გეტყვით, მიმაჩნია, რომ სწორედ უკრაინა და რუსეთი შეძლებენ, დღეს შეიმუშაონ როგორც ცეცხლის შეწყვეტა, ისე სამშვიდობო გეგმა", - განაცხადა მაკრონმა.

 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ომი უნდა დასრულდეს. ზელენსკი პუტინს სთავაზობს, მოლაპარაკებებისთვის შეხვედრის კონკრეტული თარიღი განსაზღვრონ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ