ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო 16.06.2026 19:13

 

ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეეძლებათ.

„პროგრამის ფარგლებში, მთაში წასვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება შემდეგ მიმართულებებზე:

▪️ ხულო-ბეშუმი-ხულო
▪️ ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი
▪️ ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
▪️ ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
▪️ მეკეიძეები-შავნაბადა-მეკეიძეები
▪️ დიდი რიყეთი-ლეკიძირის მთა-დიდი რიყეთი
▪️ საციხური-საციხურის მთა-საციხური
▪️ დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
▪️ სხალთა-სარიჩაირის მთა-სხალთა,
▪️ ფაჩხა-ხულო-თეთრობი-ფაჩხა
▪️ წაბლანა-ხულო-თეთრობი-წაბლანა
▪️ კვატია-სამსმელოს მთა-კვატია
▪️ სხალთა-მაჭარელათის მთა-სხალთა
▪️ ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი,
▪️ აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-აგარა
▪️ ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი
▪️ ვერნები-ვერნების მთა-ვერნები
▪️ დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი

ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე სხვადასხვა გრაფიკით. გასვლა დილის 9 საათი.

ამ დროისთვის ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ამოქმედდება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ