Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას 30.06.2026 22:03

 

გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვინაიდან ევროკავშირის ბიუჯეტი 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებას მოითხოვს, გერმანიის მკვეთრი წინააღმდეგობა რთულ ბრძოლას მოასწავებს - ბერლინი აფრთხილებს, რომ „ამ სახით შეთანხმება შეუძლებელია".

ევროკავშირის უმსხვილესი კონტრიბუტორის რანგში, გერმანია შეშფოთებულია მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შემოთავაზებული მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2021-2027 წლების 1.3 ტრილიონი ევროს ბიუჯეტთან შედარებით.

ბერლინი ამტკიცებს, რომ 400 მილიარდი ევროს შემცირების შემთხვევაშიც კი, ბიუჯეტი მაინც 27%-ით მეტი იქნება მიმდინარეზე, რაც გერმანიის წლიურ შენატანს 50 მილიარდ ევროზე მეტს გახდის.

ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, მიმდინარე წელს მიაღწიონ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დაგეგმვის სტაბილურობა 2028 წლის იანვარში ბიუჯეტის ამოქმედებამდე, მით უმეტეს, რომ 2027 წელს საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში მნიშვნელოვანი არჩევნებია დაგეგმილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ