"როდესაც უშუალოდ ევროკავშირი ვერ ელევა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ დროს საქართველოსკენ ტალახს ისვრიან ეს ფარისევლობაა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოსკენ ხელის გაშვერა და ბრალდებები უნდა შეწყდეს," - ამის შესახებ ექსპერტი ანდრი გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი იმ ბრალდებებს ეხმიანება, რაც ხშირად ჟღერდება საქართველოს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად გამოიყენება, ეს არ დადასტურდა არცერთი ოფიციალური წყაროს მხრიდან. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი ქართული მედიისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის.
"ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ მგონი ღირს წაკითხვად მოკლედ, ცალკეული მოსყიდული ევროპარლამენტარების და ქართველი ოპოზიციის მიერ, ისევ ექოსავით ისმის უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ბევრი ითქვა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, რომ სანქციებზე მიერთება, რომელიც თავად უფრო გაზიანებს, ვიდრე მის ადრესატს, უბრალოდ სიგიჟეა და მეტი არაფერი.
მიუხედავად ამისა, სანქციების საკითხი კვლავ გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად და სატელევიზიო შოუების მოსაწყობად. სინამდვილეში ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია და იმ უსაფუძვლო კრიტიკას, რაც საქართველოსთან მიმართებით პერიოდულად ისმის ხოლმე, შინაარსი საერთოდ არ გააჩნია. მოდით ახლა მარტივად შევხედოთ რა ხდება რეალურად?! მოლდოვა არ მიერთებია რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ არცერთ სანქციას, ხაზს ვუსვამ არცერთ!!! სანქციას (წყარო: https://eur-lex.europa.eu/homepage.html ) სხვათა შორის ეს არ ყოფილა მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის შემაფერხებელი ფაქტორი. ვფიქრობ, ეს ფაქტი დაფიქრებად ღირს. უკრაინა არ მიერთებია სანქციებს ბელორუსის წინააღმდეგ (წყარო: https://eur-lex.europa.eu/homepage.html - ამ დროს რატომღაც ჩვენს მიმართ ისმის მოწოდებები, რომ საქართველო რომის პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყოს და, მაგალითად, ჩვენ უნდა შევზღუდოთ ფრენები და მივუერთდეთ სხვადასხვა სახის სანქციებს ბელორუსის წინააღმდეგ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სიგიჟეა. 2022 წლის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის და G7-ის ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა რუსული ბაზარი. (წყარო: https://www.politico.eu/…/majority-of-western-companies…/ - ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართულმა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ ყველანაირი კავშირები, უნდა გაკოტრდნენ და ხარაკირი უნდა ჩაიტარონ. ალბათ აქაც დამეთანხმებით, რომ ეს მიდგომაც იდიოტურად გამოიყურება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვალ-ნოემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებმა 50%-ით გაზარდეს რუსეთიდან იმპორტი. https://www.politico.eu/…/numbers-delayed-impact-eu…/ ცხადია, ამას აკეთებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თავად აფინანსებენ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას და, ვფიქრობ, ეს დასაფიქრებელი საკითხია. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ვაჭრობა და, მაგალითად, არ უნდა გავყიდოთ ღვინო ან სხვა ნებისმიერი პროდუქტი. ეს მიდგომა ფარისევლობის კლასიკური ნიმუშია. იაპონიამ დაარღვია ბოლო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან და მოკავშირეებთან და რუსული ნავთობი დადგენილ ზღვარზე მაღალი ფასით შეიძინა ( წყარო: https://www.wsj.com/…/japan-breaks-with-u-s-allies-buys… ) ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ არ უნდა შეიძინოს რუსული იაფი ნავთობი და სხვაგან უნდა ვიყიდოთ ძვირად.
კვლავ შეუფერხებლად გრძელდება ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი უკრაინის!!! გავლით. არათუ გრძელდება, არამედ იზრდება კიდეც. (წყარო: https://www.reuters.com/…/russian-gas-europe-via-ukraine…/ ) ევროპულ სარგებელზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ყველაფრიდან თავად უკრაინა სარგებლობს. რუსეთთან ვაჭრობა შეამცირა, თუმცა ბოლომდე არ გაუწყვიტავს არც აშშ-ს. ძირითადი პროდუქცია რითიც კიდევ ვაჭრობენ არის - ფერადი ლითონები, სასუქები და ინოგამიური მასალები. (წყარო: https://www.census.gov ) რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლის ბრალდებას პირველი რაც უნდა ითქვას, საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად გამოიყენება, ეს არ დადასტურდა არცერთი ოფიციალური წყაროს მხრიდან. უფრო მეტიც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც თქვა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი ქართული მედიისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის. ამ საკითხზე დღემდე გვესმის ჰაერზე მოსროლილი ფრაზები, რაც არაფერს ეფუძნება, საერთოდ არაფერს!!!
ახლა რეალობა სანქციების ფონზე გაიზარდა ევროკავშირისა და აშშ-ის ექსპორტი რუსეთის მეზობლებში საქართველოს გარდა. სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან საბაჟო კავშირში რუსეთთან და ბელორუსთან, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები. შესაბამისად, აშშ-ს და ევროკავშირის კომპანიებმა საქართველოს გარდა არანორმალურად გაზარდეს ექსპორტი რუსეთის სხვა მეზობლებში (წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2023-02-16/western-trade-with-russia-s-neighbors-may-show-dodged-sanctions-ebrd-says?leadSource=uverify%20wall ).
მიუხედავად ყველაფრისა კარგად დაგეშილი არასამთავრობოები მაინც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ სანქციების გვერდის ავლაში. სომხეთში ექსპორტი: აშშ-დან - ზრდა 348%, ევროკავშირიდან - ზრდა 72%; ყირგიზეთში ექსპორტი: აშშ-დან ექსპორტი - ზრდა 152%, ევროკავშირიდან ექსპორტი - ზრდა 84%; ტაჯიკეთში ექსპორტი: აშშ-დან ექსპორტი - ზრდა 220%, ევროკავშირიდან ექსპორტი - ზრდა 21%; ამ ფონზე საქართველოში ექსპორტი: აშშ-დან ექსპორტი - ზრდა 33%, ევროკავშირიდან ექსპორტი - ზრდა 19%; ეს მონაცემები ადასტურებს იმას, რომ საქართველო უბრალოდ ფიზიკურად ვერ იქნება სანქციებისგან გვერდის ავლის მექანიზმი. შესაბამისად, ეს ბრალდება სიყალბეა და მეტი არაფერი. P.S. - მსგავსი ჩამონათვალი ძალიან დიდია და უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება, თუმცა ახლა მხოლოდ ამ ფაქტებით შემოვიფარგლები. P.P.S. - ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც უშუალოდ ევროკავშირი ვერ ელევა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ დროს საქართველოსკენ ტალახს ისვრიან ეს ფარისევლობაა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოსკენ ხელის გაშვერა და ბრალდებები უნდა შეწყდეს," - წერს ანდრია გვიდიანი.
ავტორ(ებ)ი :