ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი - სოციალური ქსელი
,,არავის ეგონოს – მოულოდნელი იყო. პირიქით, ეს იყო მორიგი მცდელობა იმ მრავალწლიან წარუმატებელ პროცესში, რამაც ვერანაირად ვერ მიიყვანა სასურველ შედეგამდე მათი აგენტები და ლაქიები. ვერ ხდება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. ვერ ხდება სახელმწიფო გადატრიალება. ამიტომ, ყოველ ჯერზე გადადიან შემდეგ ეტაპზე – ერთია მოკლევადიანი და მეორე, გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე.
9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა: “თავისუფლება ლაზარეს! სრული უნდობლობა რუსულ კორუფციულ სასამართლო სისტემას და ა.შ.”. თუ ამ “მესიჯბოქსმა” შედეგი ვერ გამოიღო – გრძელვადიან პერსპექტივაზე: დაუქვემდებარონ ქართული სუვერენული სასამართლო სისტემა აშშ-ს მართველობას – “მწვანე შუქია” ანთებული. მიზანი? 2024 წლის არჩევნებამდე, სადაც ნაცებს მორიგი ფიასკო ელოდებათ – აშშ-ს რჩება ბოლო შანსი, საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეებით დააკომპლექტოს სისტემა. მიზანი? არჩევნები გამოაცხადონ გაყალბებულად და მისი შედეგების დადგომა გადაანაცვლონ სასამართლო დარბაზებში.
პირველი, რაც გააკეთეს 1986 წელს აშშ-ს კონრესში უმრავლესობით მოსულმა დემოკრატებმა, იურიდიული კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯოზეფ ბაიდენის ხელით, არსებული უზენაესი სასამართლო კოლეგიის სრული დეკომპლექტაცია მოახდინეს, და შემდგომ რეიგანის დროს მიღებული კანონები: დეზინფორმაციასთან ბრძოლის, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის აკრძალვის, გენდერული და რასობრივი კვოტების შემოღების – უბრალოდ შეაჩერეს ან გააუქმეს.
პირველი, რაც აშშ-მ გააკეთა ევროკავშირის (ალბანეთი, პოლონეთი) და მისთვის ხელმისაწვდომ პოსტსაბჭოურ სივრცეში (უკრაინა, მოლდოვა) – თავის მართველობას დაუქვემდებარა ადგილობრივი სასამართლო სისტემები. დღეს მსგავსი მცდელობა აქვთ ისრაელში. დღემდე – ამის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ საქართველოს მიმართ.
დღეს ამერიკის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების პერსონალიებზე საერთოდ არ გადის მათი მზაკვრული გეგმა – პირდაპირი დარტყმაა მიყენებული სუვერენულ სისტემაზე, მორიგი სტიგმაა შემოგდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სივრცეში. გუშინ ამ სტიგმას – “რუსული კანონი” და “რუსული ოცნება” წარმოადგენდა. დღეს ამ სტიგმად – “კორუმპირებული მოსამართლეები” შემოგვთავაზეს.
დაგვისახელოს რომელიმე ამერიკელმა ან ევროპელმა სახელმწიფო მოხელემ – რომელიმე “დემოკრატიული” სახელმწიფო, დაწყებული საკუთარი თავით, რომელიც განთავისუფლებული იქნებოდა რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტში კორუფციისაგან. სწორედ კორუფციასთან მიმართებაში – საქართველოს უკანასკნელი 10 წელიწადი დასავლეთის მიერ შემუშავებული ინდიკაციებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ადგილები უკავია.
დღეს ევროპარლამენტია ჩაბმული კორუფციულ სკანდალში – რომელიმე ევროდეპუტატის მიმართ გამოტანილ ამერიკულ სანქციებზე თუ გაგიგიათ? ამიტომ, ამ მორიგ სტიგმას, სიცრუეს, ცილისწამებას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მორიგ მცდელობასაც გადავაბიჯებთ და მშვიდობით, ღირსებით, ჯანსაღი თავდაჯერებით გავაგრძელებთ ქართულ საბაზისო ფასეულობებზე დაფუძნებულ ქვეყნის აღმშენებლობას.”
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge