ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.
„მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა ჰქონდა და რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის გაქრობას და საზოგადოებაში სრული შიშის დათესვას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :