ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე 15.10.2025 17:47

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სხვადასხვა გლობალური ინდექსით დასტურდება, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა მთავარი პრიორიტეტებია.

„საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რომელიც პოპულარიზაციას იმსახურებს. ძალიან ღია ქვეყანა ვართ ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის. მათ ყოველთვის მივესალმებით საქართველოში, იქნება ეს დასასვენებლად თუ ინვესტირებისთვის. მათ არა როგორც ტურისტებს ან ბიზნესმენებს ეპყრობიან, არამედ როგორც სტუმრებს და ეს ყოველთვის ასე იქნება. სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ჩვენ ამით ვამაყობთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ