წლებია, ვამბობდით, რომ ივანიშვილის მთელი კოლექტივი კორუმპირებული იყო, ეს გახლავთ შიდა კლანური დაპირისპირების გამოხატულება, ასეთია ყველა "ქოცის" ბედი მომავალში -ირაკლი ფავლენიშვილი 18.10.2025 17:05

ისეთი ავტორიტარული რეჟიმია, როგორც კომუნისტების ეპოქაში იყო. როცა ერთი კლანი იმარჯვებდა, მეორე კლანი აბსოლუტურად იძირებოდა და იმარხებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, როდესაც კლანურ ბრძოლას დასჭირდა, კორუფციული დანაშაულები ზედაპირზე მაშინ გამოჩნდა.

 

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში ჩვენც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და  ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც აბსოლუტურად სწორს ვიძახდით. ვამბობდით, რომ ივანიშვილის მთელი კოლექტივი და მისი ბანდა იყო კორუმპირებული, ჩართული სხვადასხვა დანაშაულში. უბრალოდ, როცა კლანურ ბრძოლას დასჭირდა, მაშინ გამოჩნდა ზედაპირზე ეს ყველაფერი. ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და, მათ შორის, მივმართავდით შესაბამის ინსტიტუტებს. უბრალოდ, ეს გახლავთ გამოხატულება იმ შიდა კლანური დაპირისპირების, რომელიც ავტორიტარიზმის ამ ეტაპზე მოხდა ბანდის შიგნით. ეს არის, სამწუხაროდ, ყველა „ქოცის“ ბედი მომავალში. ისეთი ავტორიტარული რეჟიმია, როგორც კომუნისტების ეპოქაში იყო. როცა ერთი კლანი იმარჯვებდა, მეორე კლანი აბსოლუტურად იძირებოდა და იმარხებოდა. ასეთივე რეჟიმი დააფუძნეს, მათსავე სამწუხაროდ, ივანიშვილის ბანდის წევრებმა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. გვარაკიძის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ