,,ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, როდესაც ასეთ ვიდეოს აფინანსებს''- ეკა სეფაშვილი 19.10.2025 12:35

ევროკავშირის საელჩოს სიძულვილის გაღვივებასა და მის დაფინანსებაში ადანაშაულებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, რომელშიც აქტივისტი ნესტან ბაგაური ხელისუფლების მოშორებაზე საუბრობს და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის საელჩოს მხრიდან სიძულვილის კამპანიის და რადიკალური ჯგუფების წახალისება ხდება. უმრავლესობის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს პოლარიზაციას და ძალადობას და მიუღებელია, როდესაც ეს ევროკავშირის დაფინანსებით ხდება. მმართველი გუნდი დიპლომატიური მისიის პასუხს ელოდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, როდესაც ასეთ ვიდეოს აფინანსებს და აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და, ფაქტობრივად, ხელს უწყობს პოლარიზაციას.

"შალვა პაპუაშვილის პოსტზე გამოქვეყნებული ვიდეო არის სიძულვილის ენის გამოვლენის ერთ-ერთი სტანდარტული და აშკარა მაგალითი, რომლის წინაშეც ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად იბრძვიან. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, რომ ასეთ ვიდეოს აფინანსებს და აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ფაქტობრივად, ხელს უწყობს პოლარიზაციას, რომელსაც, როგორც წესი, ევროკავშირი უნდა ებრძოდეს და ამის გადალახვა უნდა ხდებოდეს კონსტრუქციული დიალოგის და ჯანსაღი კრიტიკის, ურთიერთმოსმენის საფუძველზე", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ