"ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით" – სოზარ სუბარი 20.10.2025 10:10

"ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გერმანიის ელჩის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.

„მისი განცხადებები მანიფესტაციის მონაწილეების მხარდაჭერაზე, არის არა უბრალოდ ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ მხარდაჭერა კრიმინალური ოპოზიციის, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. სწორედ ეს კითხვები დასვა „ალტერნატივამ გერმანიისთვის" და ამას დაემთხვა მისი გაწვევა.

მას აქვს დაკვეთა იმ ძალებისგან, რომელსაც ჩვენ „დიფ სთეითს" ვუწოდებთ. ეს არის ძალები, რომელსაც პრეტენზია აქვთ მსოფლიოს მართვაზე და რომლებიც მართავენ ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს. სწორედ მათი პოლიტიკის განმახორციელებელი იყო ფიშერი. თუ ზოგიერთი ელჩი გარკვეულ დიპლომატიურობის ჩარჩოში ახერხებს დარჩენას, ის ამას აკეთებდა უტიფრად, არამეგობრულად და არადიპლომატიურად", - აღნიშნა სუბარმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ