,,ყველა ახალ რეფორმას ოპოზიცია რუსულს უწოდებს''- ლევან მაჭავარიანი 20.10.2025 18:13

 განათლების სამინისტროსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები განათლების ახალ რეფორმას აპროტესტებენ. "არა რუსულ რეფორმას" - ეს აქციის მთავარი სლოგანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როდესაც არგუმენტები არ არსებობს, ოპონენტები და მათი მხარდამჭერები, უკვე ნაცად მეთოდს მიმართავენ და ყველაფერს "რუსულს" არქმევენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ყველა ახალ რეფორმას ოპოზიცია რუსულს უწოდებს, თუმცა აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, რწმუნდება, რომ ეს ჩვეულებრივი სისულელეა.

"მართლმადიდებლურ შობას რუსული შობა დაარქვეს მათმა რუპორებმა, ბატონმა ბუღაძემ და ა.შ. რუსული კანონი, რაზეც ისტერია იყო ატეხილი და მას მერე ორი წელი გავიდა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, დარწმუნდა, რომ ესეც ჩვეულებრივად სისულელე იყო და ცდილობდნენ იარლიყის მიკერებით ამ კანონის გარუსულებას. ახლა განათლების რეფორმასაც რუსულ რეფორმას უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას და საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება მიიღონ ევროპაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ