მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა -ირაკლი კობახიძე 23.10.2025 13:11

მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, მაქსიმალურად ეცადა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც სამწუხაროა.

„მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება. პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაცებს უფასებენ საკუთარ მცდელობას, ეს არის რეალურად, რასაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი ფაქტები არავის უკვირს", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ