ელჩი როდესაც ხარ და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალიან მძიმეა-კახა კალაძე 24.10.2025 14:55

ელჩი როდესაც ხარ და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ეს ძალიან მძიმეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კითხვა დაუსვეს ახალგაზრდული მოძრაობის, „დაფიონის" დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფ ზვიად ცეცხლაძისთვის ევროკავშირის საელჩოს მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან პროცესები გარედან იმართება.

„ჩვეულებრივი რადიკალები არიან. ელჩი როდესაც ხარ და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ეს ძალიან მძიმეა და შემთხვევითი არ არის, რადგან პროცესები გარედან იმართება. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ის ზოგიერთი ელჩი, რომელიც პირდაპირ ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და, შეიძლება ითქვას, ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, რა თქმა უნდა, არის იმ ძალადობრივი დაჯგუფების ნაწილი. მათ ჩვენს ქვეყანაში აქვთ თავიანთი სტატუსი და აკეთებენ იმას, რასაც ავალებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ