ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ -პაველ ჰერჩინსკი 24.10.2025 17:11

„მე არ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე, რომლებსაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ საქართველო, როგორც ფორმალურად კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირს დაახლოებოდა, ის მას დასცილდა.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე, რომლებსაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმამ იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით აქ. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს - იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს, საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ