,,დისკუსიები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება''- ჰერჩინსკი უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე 24.10.2025 18:58

 მიმდინარეობს მუშაობა საერთო რეგულაციებზე, რომლებიც შეეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომელიც სარგებლობს ევროპაში უვიზო მიმოსვლით, - განაცხადა მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, დისკუსიები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება, რამდენად აკმაყოფილებს საქართველო უვიზო მიმოსვლისთვის განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულებს. ამის შემდეგ წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ რეაგირების ფორმას. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ ნაწილობრივ შეაჩერებენ თუ სრულად. ვერ დავიწყებ სპეკულირებას თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, ეს წევრი სახელმწიფოების ხელშია. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს კვალიფიციური უმრავლესობა. კვალიფიციური უმრავლესობა კი ნიშნავს იმ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობას. ვიცი, რომ ეს საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჰერჩინსკი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ