24.10.2025 19:00
სტანდარტული პრაქტიკაა, რომ მოქალაქეები გვწერენ წერილებს და ჩვენ ვპასუხობთ ამ წერილებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ახალგაზრდული მოძრაობის, „დაფიონის" დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფ ზვიად ცეცხლაძის წერილზე ევროკავშირის საელჩოს მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილთან დაკავშირებით.
ჰერჩინსკის თქმით, ზვიად ცეცხლაძის წერილი ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შესაძლო შეჩერებას.
ამასთან, როგორც ევროკავშირის ელჩმა განმარტა, წერილზე პასუხით საელჩო არ იზიარებს წერილის ავტორის კერძო მოსაზრებებს.
„მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ, დიახ, ეს სტანდარტული პრაქტიკაა ყველა დიპლომატიური მისიისთვის, ვუპასუხოთ ყველა წერილს, რასაც ვიღებთ. ამას ყველა დიპლომატიური მისია აკეთებს, როგორც უცხოური მისიები საქართველოში და ასევე ქართული მისიები უცხო ქვეყნებში, სწორედ ამიტომ გაქვთ საელჩოები. მოქალაქეები გვწერენ წერილებს და ჩვეულებრივ, ჩვენ ვპასუხობთ ამ წერილებზე. ეს კონკრეტული წერილი ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან ვიზების შესაძლო შეჩერებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე ვუპასუხე ამ წერილს, ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. წერილზე პასუხით, ჩვენ აუცილებლად არ ვიზიარებთ წერილის გამომგზვანების კერძო მოსაზრებებს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ავტორ(ებ)ი :