,,არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ე.წ. ფერადი რევოლუციების მოწყობა''- ევროპარლამენტარი ტომაშ ფღულიში 26.10.2025 20:53

ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ე.წ. ფერადი რევოლუციების მოწყობა, ეს ვიხილეთ უკრაინაში, იმავეს თვალს ვადევნებთ სერბეთში და განსაკუთრებით საქართველოში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა, პარტია AFD-ის წევრმა ტომაშ ფღულიშმა.

მისივე თქმით, საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი საფრთხის სათანადოდ შეფასება.

„პარტია AFD-ს აინტერესებს, თუ თბილისში ქაოსის მომწყობი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსდნენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ. ჩვენ არ გვსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ჩვენი მიზანია საქართველოსთან კარგი დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობები, მივესალმები ევროპარლამენტში ფრაქცია „პატრიოტების“ მიერ ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მხილებას. წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებმა არც კი იციან თუ რა რაოდენობით თანხები იხარჯება უცხო სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის“, – აღნიშნა ტომაშ ფღულიშმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ