26.10.2025 21:14
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ სიტყვით მიმართა და მოქალაქეებს „ახალი დემოკრატიული რიტუალის“ დამკვიდრება შესთავაზა.
ლევან ცუცქირიძემ ამ რიტუალის შემადგენელი სამი ნაწილი დაასახელა.
„მინდა, შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ, ვიდრე ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია, სამი რამ შემოგთავაზოთ ამ რიტუალისთვის.
პირველი – თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში.
მეორე – მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ, როგორც შეგვიძლია ის მამაცი ადვოკატები და იურისტები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით, მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ამ ქვეყანაში.
მესამე – შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები, რათა ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის იყოს ისეთი ძლიერი, რომ მომავალში ვერცერთმა ავტოკრატმა ის ვეღარ შეარყიოს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ლევან ცუცქირიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
„ჩვენი მიზანია ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“, – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.
ავტორ(ებ)ი :