26.10.2025 21:51
ამ რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ, ცოტა კიდევ გავუძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მალე იქნება ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან საჭიროა.
„ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის, ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი ოფისი, სამშენებლო, მაგრამ ასევე მიწების გარიგების არაბთა ემირატებთან, ვითომც კინო „რუსთაველი“ ვერ დარჩებოდა რუსთაველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები და ამიტომ ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ, ცოტა კიდევ გავუძლოთ. მინდა, ვუთხრა პოლიტპატიმრების მშობლებს, მე მესმის, როცა ვამბობ, კიდევ ცოტა გავუძლოთ, ეს არ არის მარტივი სიტყვები, მე ამას რომ ვამბობ, არ არის მარტივი სიტყვები იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველდღე აქ დგანან და იღებენ თავიანთ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასდროს არ არის ადვილი, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც გადაცმულებს ქართულ ტანსაცმელში.
აქ უკვე არის ჩვენი, თქვენი გამარჯვება, კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და კიდევ მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება – ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და აქ, ამ მომავლისთვის ყველანი ერთად ვდგავართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :