29.10.2025 19:06
საქართველოს აღმავლობა, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, არამედ რეგიონალური კუთხითაც, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, თურქეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარების კუთხით.
„დღეს აღვნიშნავთ თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 102 წლის იუბილეს. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ამ 102 დღის განმავლობაში თურქეთმა დიდი გზა გაიარა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 82-მილიონიანი მოსახლეობით, ეკონომიკური განვითარების მხრივ მე-16 ქვეყანაა მსოფლიოში. თურქეთი ბევრი სახელმწიფოსთვის სასურველი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ფაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალშიც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისთვის.
საქართველოს აღმავლობა, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, არამედ რეგიონული კუთხითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში მშვიდობასა და განვითარებას. საქართველოში მუშაობს 2000-მდე თურქული კომპანია, რომელთაც საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოში თურქეთის ჯამური ინვესტიციები ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. თურქეთს გულითადად სჯერა, რომ საქართველოს ექნება ბრწყინვალე მომავალი. თურქეთი მთლიანად უჭერს მხარს თქვენს ქვეყანას და უსურვებს წინსვლასა და განვითარებას“, – განაცხადა ორბაიმ.
ავტორ(ებ)ი :