,,ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს''- ლევან მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე 29.10.2025 21:52

მისასალმებელია, რომ (არც ისე ხშირად) მაგრამ ისმის ხოლმე ბრიუსელიდან საღი აზრი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობისადმი დევიდ ო’სალივანის წერილს.

მისივე თქმით, საქართველო სასანქციო პოლიტიკას მტკიცედ იცავს და ყველამ თავი უნდა დაანებოს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობას.

„ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის ვინც დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას და დადანაშაულებას იმაში, რაც ფიზიკურად დედამიწის ზურგზე არ არსებობს. საქართველო მტკიცედ იცავს სასანქციო პოლიტიკას. ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს სახელის შებღალვის მცდელობას“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, წერია:

„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ