უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს -ირაკლი კობახიძე 30.10.2025 11:08

 უმძიმესი ღალატი, რომელიც ჩაიდინა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ აგვისტოს ომის სახით, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სარჩელში მოყვანილია ფაქტები და იქ საუბარი არ არის მხოლოდ აგვისტოს ომზე, საუბარია იმაზე, თუ როგორ მიჰყავდათ 2004 წლიდან უკვე თანმიმდევრულად, შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად 2006 წლიდან პროცესები აგვისტოს ომამდე. 


 „მინდა, დეტალურად შეგახსენოთ, რა სარგებელი მოუტანა კრემლს, როგორ გააფართოვა საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ტერიტორიაზე, როგორ გააფართოვა თავისი ტერიტორიული გავლენა ჩვენს ქვეყანაში რუსეთმა წინა ხელისუფლების მონაწილეობით. 


 2004 წლიდან გვახსოვს აგრესიული რიტორიკა, ჩვენც გვთხოვდნენ იგივეს ცოტა ხნის წინ. 2004 წელს მათ ჰქონდათ პირველი მცდელობა შეჭრილიყვნენ სამხედრო ძალით ცხინვალის რეგიონში. მერე რაღაცნაირად მოხერხდა ამის ჩაწყნარება.  2006 წლიდან იწყება საინტერესო პროცესები. 2006 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაგეგმილი პროცესების საფუძველზე ჩატარდა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები. 2006 წელს მაშინ კოკოითი იყო დე ფაქტო პრეზიდენტი, საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები, სადაც აირჩა არაკონსტიტუციურად სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დააორგანიზა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები. ეს არ არის ღალატი? ჯერ სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, ოლქი გაუქმებული იყო, ეს სახელწოდება საერთოდ არ არსებობდა, არ აღიარებდა ჩვენი სახელმწიფო და მით უმეტეს, იქ პრეზიდენტზე საუბარი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს არ იყო ავანტიურა, ეს იყო ჩვეულებრივი უხეში ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც თავისივე ორგანიზებული არჩევნების საფუძველზე აირჩია სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტი. ეს არ არის ღალატი? რა თქმა უნდა, ღალატია, რომელიც არის დეტალებში გახსენებული ამ სარჩელში. ამას მოყვა 2007 წელს დროებითი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება არა მარტო პრეზიდენტი, მერე მთავრობა შეიქმნა, მინისტრები ეწოდებოდათ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელებს და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, 2007 წელს უკვე სამართლებრივად, ჯერ კანონი იქნა მიღებული და მერე პრეზიდენტის ბრძანებულება, შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და ოფიციალურად აღადგინეს სამხრეთ ოსეთის საზღვრები, რომელიც იყო გაუქმებული 1990 წლიდან გამსახურდია დროინდელი ხელისუფლების დროს. „ეს ხომ ნიშნავდა სეპარატისტული არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას. როგორ შეიძლება, რომ ეს ღალატი არ იყოს. ეს ხომ არ შეიძლება, სისულელედ მოვნათლოთ ან რაღაცა გაუთვლელ ნაბიჯად. ეს იყო პირდაპირი, უხეში ღალატი. როგორ შეიძლებოდა ამის საშიშროება ვერ გაეთვალა ადამიანს. როგორ შეიძლება, ჩაატარო ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და ვერ გათვალო, თუ რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას გაგრძელებად. ამ საზღვრებში მოაქციეს ახალგორის მუნიციპალიტეტი და გაუადვილეს შემდეგ რუსეთს და დე ფაქტო ხელისუფლებას პრეტენზიის გამოცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტზე, რამაც დააზარალა იქ მცხოვრები ათასობით ადამიანი და უმეტესობა დევნილობაში აღმოჩნდა. პირდაპირ ღალატის ქრონიკა.  ზემო აფხაზეთი უწოდეს კოდორის ხეობას და პირდაპირ გამოაცხადებინეს პრეტენზია. რა რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მაშინ მათ ამ ნაბიჯებს. დაგმეს პირდაპირ ეს ნაბიჯები, რომელიც არ იყო ავანტიურა, სისულელე და ა.შ. ეს იყო ღალატის ქრონიკა. სეპარატისტული ალტერნატიული არჩევნები, სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა, ზემო აფხაზეთის დარქმევა კოდორის ხეობისთვის და კულმინაცია იყო მხოლოდ რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ეს არ იყო ერთჯერადი ღალატი, ეს იყო ღალატის ქრონიკის კულმინაცია.  ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით არის იქ ჩაწერილი, რომ 7 აგვისტოს  ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო სწორედ ცხინვალზე შტურმის მიტანით, მერე იქ კიდევ ათასი სხვა რაღაც წერია. პრაქტიკულად დააბრალეს ქართველ სამხედროებს, ქართულ ჯარს დანაშაულის ჩადენა და ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა ამ ბრალდების უარყოფა მოგვიანებით უკვე სტრასბურგის სასამართლოში და ასევე ჰააგის სასამართლოში, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ ყველაფერს.  რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ მას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ" ანუ მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა რას, რომ თავად დაიწყეს ომი და რუსეთის ინტერვენცია აქ არის უკვე მოხსენიებული როგორც საპასუხო იერიში, პირდაპირ ეს სიტყვები წერია. რუსეთმა განახორციელა საპასუხო იერიში - ამას მოაწერეს ხელი. 


 წარმოიდგინეთ, უკრაინის ხელისუფლებამ დადო რაღაც სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, დასრულდა ომი და ხელი რომ მოაწეროს მაგალითად ზელენსკიმ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ეწერება, რომ ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში, ეს ომი გადაიზარდა უკრაინის მიერ რუსეთზე იერიშის მიტანით, წარმოუდგენელი ღალატი იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ